Convenience of use, quick service and great flight offers paved our way to success – we have quickly become leaders in the field in Lithuania.

კომპანიის პროფაილი
  • ჩვენ ვართ კომპანია UAB "Interneto Partneris", დაფუძნებული 2002, რომლის ძირითად მიმდინარე საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის ავიაბილეთების ონლაინ- გაყიდვების მომსახურების შეთავაზება. ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა ბრენდ "Greitai.lt"- თან ერთად, შევისწავლეთ თანამედროვე მოგზაურთა მოლოდინი - ავიაბილეთების ონლაინ მარტივად შეძენა.

    მოხმარების სიმარტივემ, ეფექტურმა სერვისმა და ფრენის მიმზიდველმა შეთავაზებებმა ძალიან სწრაფად დაგვაკავებინა ლიტვაში ამ სფეროში ლიდერი კომპანიის პოზიცია.

    2008 წელს UAB Interneto Partneris ნომინირებული იქნა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ლიტვური კომპანია.

    კომპანია გახდა IATA-ს აკრედიტებული წევრი და მიენიჭა კოდი 68321035.

  • ლიტვურ ბაზარზე წარმატებამ გადაგვაწყვეტინა გაფართოვება სხვა ქვეყნებში:
    • 2002 წელს ჩვენ დავიწყეთ აქტივოაბ ლიტვურ ბაზარზე საიტით Greitai.lt
    • 2006 წელს ჩვენ დავფუძნდით პოლონეთსა და ლატვიაში ბრენდებით Flysiesta.lv და Flysiesta.pl
    • 2007 წელს შევიძინეთ ერთერთი უდიდესი ესტონური პორტალი Bookinghouse.ee
    • ასევე 2007-ში ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემა დავაფუძნეთ რუსეთში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში - Flysiesta.ru, Flysiesta.co.uk, Aviagid.com.ua
    • 2010 წელს ჩვენ შევქმენით პორტალები ფინური, პოლონური, ბულგარული, ჩეხური, უნგრული და რუმინული ბაზრისათვის - FlyHi.fi, FlyHi.sk, FlyHi.bg, FlyHi.cz, FlyHi.hu, FlyHi.ro.
    • 2011-ში, ჩვენ შევიძინეთ ყველაზე მზარდი ფინური ონლაინ სააგენტო - Eticket.fi და ავამუშავეთ პორტალი Flyhi.se შვედეთის ბაზრისათვის
    • 2013 წელს ჩვენს პარტნიორ კომპანია ITDC-სთან დავაფუძნეთ კომპანია Fly.ge ქართული ბაზრისათვის.
    • 2015-ში, ჩვენ შევქმენით პორტალი გერმანიის ბაზრისათვის - Hotflug.de
    • 2016 წლიდან დავიწყეთ სწრაფი გაფართოება ევროპულ ბაზარზე და ინტერნეტ-პორტალების შექმნა იტალიის ბაზრისათვის (Flysiesta.it), ესპანეთის ბაზრისათვის (Flysiesta.es) და საფრანგეთის ბაზრისათვის (Flysiesta.fr).
    • 2017 წელს დავიწყეთ მოღვაწეობა ნიდერლანდებში (Flysiesta.nl), ნორვეგიასა (Flysiesta.no) და დანიაში (Flysiesta.dk).
    • 2017 წლის ბოლოს, შევუერთდით Otravo ჯგუფს და გავხდით შემადგენელი ნაწილი კომპანიისა, რომელიც ფლობს რამდენიმე უმსხვილეს ავიაბილეთების პორტალს სკანდინავიასა და ბენელუქსში - Flygstolen.se, WTC.nl, Vliegtickets.nl, Vliegtickets.be, Schipholtickets.nl, Schipholtickets .com, Tripmonster.no, Vakantiediscounter.nl.
    • 2018 წელს, Travelgenio.com შეუერთდა Otravo ჯგუფს, რომელიც შევიდა ევროპის ყველაზე მსხვილი ტურისტული სააგენტოების ხუთეულში.
სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.